პირველი ღიმილი
როგორც კი თქვენი პატარა პირველად გაგიღიმებთ, უძილო ღამეები და დაღლა სულ
გადაგავიწყდებათ. არაფერია უფრო ტკბილი, თბილი და სასიამოვნო, ვიდრე ჩვილის
სახის გაბრწყინება.
ღიმილი ასევე ბავშვის სოციალური უნარების განვითარების სასიხარულო ნიშანია.
ჩვილები ღიმილს საკმაოდ ადრე იწყებენ — ჯერ კიდევ საშვილოსნოში ყოფნისას.
თუმცა, ალბათ, ასევე გსმენიათ — თქვენი ახლობლებისგან — რომ ახალშობილის ღიმილი „ნამდვილი“ ღიმილი არ არის.
სინამდვილეში, ისინი მართლები არიან იმით, რომ ეს რეფლექსური ღიმილი განსხვავდება მომავალი სოციალური ღიმილისგან. თქვენი პატარას პირველი ნამდვილი ღიმილი, დაახლოებით მე-6 – მე-8 კვირამდე პერიოდში გაჩნდება და სავარაუდოდ, ეს თქვენსავით განსაკუთრებული ადამიანის ამოცნობის საპასუხოდ მოხდება!