როგორ უნდა შევარჩიოთ მკერდის საფენი და რას უნდა
მივაქციოთ ყურადღება?
მკერდის საფენის შერჩევისას მნიშვნელოვანია შეარჩიოთ საფენი, რომელიც სწრაფად
იწოვს სითხეს, რჩება მშრალი და არ იწვევს დისკომფორტს. Simplicity in care-ის საფენები
თხელია, უხილავი და მყარად მაგრდება ბიუსჰალტერზე. ის უზრუნველყოფს
სისუფთავეს, სიმშრალეს და ნაზ შეხებას, რაც მნიშვნელოვანია ძუძუთი კვების
პერიოდში.
რამდენ ხანში ერთხელ უნდა შევცვალოთ მკერდის საფენი?
მკერდის საფენი რეკომენდებულია შეცვალოთ ყოველი ძუძუთი კვების შემდეგ,
მაშინვე, როგორც კი იგრძნობთ სისველეს ან ყოველ 3-4 საათში ერთხელ. ეს ხელს
უწყობს ჰიგიენის დაცვას და კანის გაღიზიანების თავიდან აცილებას.
შეიძლება ბამბის ტრუსების ხელმეორედ გამოყენება?
დიახ, ჩვენი ერთჯერადი ბამბის ტრუსები დამზადებულია 100% ნატურალური
ბამბისგან და მათი გამოყენება შესაძლებელია რამდენჯერმე. ის არის
მსუნთქავი, თხელი და კომფორტული, რაც მათ იდეალურ არჩევანს ხდის მშობიარობის
შემდგომ, მგზავრობისას ან ყოველდღიური გამოყენებისთვის.
რატომ არის Simplicity in care-ის ბამბის ერთჯერადი ტრუსები კარგი
არჩევანი მენსტრუაციის დროს?
Simplicity in care-ის ბამბის ერთჯერადი ტრუსები მართლაც შესანიშნავი არჩევანია
მენსტრუაციის დღეებში, რადგან ისინი განსაკუთრებით კომფორტულია.
ეს ტრუსები არის მსუბუქი, რბილი და იდეალურად ერგება სხეულს, რაც
უზრუნველყოფს თავისუფალ და დაცულ შეგრძნებას მთელი დღის განმავლობაში.
Simplicity-ის ტრუსები დამზადებულია 100% ნატურალური ბამბისგან, რის გამოც ისინი
ჰაეროვანი და ჰიგიენურია. ეს ნიშნავს, რომ ისინი არ აღიზიანებენ კანს და ეფექტურად
გამოიყენება სხვა ჰიგიენურ საშუალებებთან (მაგალითად, საფენებთან ან ტამპონებთან)
ერთად.
გარდა ამისა, ერთჯერადი ბამბის ტრუსების გამოყენება იცავს თქვენს ყოველდღიურ
საცვლებს დაზიანებისგან. ეს მათ ეკონომიურ და პრაქტიკულ არჩევნად აქცევს არა
მხოლოდ მენსტრუაციის დღეებში, არამედ მოგზაურობისას ან ექიმთან ვიზიტის
დროსაც. საბოლოო ჯამში, ეს არის მოხერხებული, სუფთა და ჰიგიენური
გადაწყვეტილება თქვენი ყოველდღიური კომფორტისთვის.
რისთვის არის კარგი მენსტრუალური ტრუსები?
Simplicity-ის მენსტრუალური ტრუსები უზრუნველყოფს მაქსიმალურ დაცვას
გაჟონვისგან როგორც დღისით, ასევე ღამით.
მათი ულტრა თხელი და ანატომიურად მორგებული დიზაინი უხილავია ტანსაცმლის
ქვეშ და იძლევა თავისუფლად მოძრაობის შესაძლებლობას ყოველგვარი შეზღუდვის
გარეშე.
იდეალურია მგზავრობისთვის, აქტიური დღის ან ღამის საათებისთვის, სპორტისთვის,
ან უბრალოდ მშვიდი ყოველდღიურობისთვის.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ მენსტრუაციის დროს ბევრი ქალი განიცდის სტრესს,
დაძაბულობასა და დისკომფორტს — სწორედ ამაზეა მორგებული Simplicity in care.
Simplicity in care-ის მენსტრუალური ტრუსები ქმნის სიმშვიდის, დაცულობის და კომფორტის
შეგრძნებას, რაც დაგეხმარებათ თავი იგრძნოთ მშვიდად და თავდაჯერებულად
ნებისმიერ სიტუაციაში.
რა დადებითი თვისებები აქვს Simplicity in care-ს ყურის ჩხირებს?
Simplicity in care-ის ყურის ჩხირები შექმნილია უსაფრთხო, კომფორტული და ეკოლოგიურად
სუფთა ყოველდღიური ჰიგიენისთვის. ისინი 100% ბიოდეგრადირებადი და
ნატურალური მასალისგან მზადდება, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს გარემოზე მავნე
ზემოქმედებას. ჩვენი ჩხირების დრეკადი და რბილი სტრუქტურა უზრუნველყოფს, რომ
ყურის გაწმენდის პროცესი იყოს განსაკუთრებულად კომფორტული , არ გამოიწვიოს
ყურის გაღიზიანება და მისი გამოყენება იყოს სრულიად უსაფრთხო. ზრდასრულების
ვერსია იდეალურია ყოველდღიური ჰიგიენისთვის, ხოლო საბავშვო ჩხირებს აქვს
სპეციალური დამცავი თავაკი, რომელიც ზღუდავს ღრმა შეღწევას და იცავს ბავშვის ყურს
შესაძლო დაზიანებისგან.
რით არის გამორჩეული Simplicity in care-ს კოსმეტიკური დისკები?
Simplicity in care-ის კოსმეტიკური დისკები, გამოირჩევა რბილი პრემიუმ ხარისხის ზედაპირით, რაც
უზრუნველყოფს სახის ნაზად და კომფორტულად გაწმენდას. დისკები სწრაფად იწოვენ
და თანაბრად ანაწილებს სითხეს, არტოვებს ბუსუსებს, რაც ეფექტურს ხდის მაკიაჟის მოცილებას ან ტონიკის წასმას.
რა უპირატესობა აქვს ერთჯერად წინსაფრებს?
Simplicity in care-ის ერთჯერადი წინსაფრები შექმნილია იმისთვის, რომ კვების პროცესი იყოს
სუფთა, კომფორტული და მარტივი როგორც მშობლისთვის, ისე ბავშვისთვის.
იდეალურია როგორც სახლში, ასევე სახლს გარეთ- გზაში ან სტუმრად ყოფნისას. მათი
ინდივიდუალური შეფუთვა უზრუნველყოფს მაქსიმალურ ჰიგიენურობასა და
მარტივად ტარებას ჩანთით.
ძირითადი უპირატესობები:
მარტივი დამაგრება: წინსაფარი მარტივად იკვრება ფხრიწებით და წებოვანი ლენტებით
მაგრდება ტანსაცმელზე, რაც უზრუნველყოფს მყარ დამაგრებას.
კომფორტული მასალა: დამზადებულია რბილი და მსუბუქი მასალისგან, რაც
უზრუნველყოფს ბავშვის კომფორტს კვების დროს.
პრაქტიკული ჯიბე: წინსაფრის ქვედა ნაწილში განთავსებულია ამოკეცილი ჯიბე,
რომელიც ეფექტურად იჭერს საჭმლის ნამცეცებს, ამგვარად, ბავშვის ტანსაცმელი
სუფთა რჩება.
რა დადებითი გავლენა აქვს გვირილის ექსტრაქტს Nature care სერიის საფენებსა და ტრუსებში?
გვირილის ექსტრაქტი ცნობილია თავისი დამამშვიდებელი, ანტიბაქტერიული და
ანთების საწინააღმდეგო თვისებებით. ის ხელს უწყობს კანის გაღიზიანების პრევენციას,
ამშვიდებს და იცავს მგრძნობიარე კანს, ამცირებს ანთებების განვითარების რისკს.
სწორედ ამიტომ გამოიყენება გვირილის ექსტრაქტი Nature care სერიის საფენებსა და
ტრუსებში — თითოეული შეხება იძლევა სისუფთავის, სიმშვიდისა და კომფორტის
განცდას.
რით გამოირჩევა Elite Care-ის საფენები და ტრუსები სხვა საფენებისგან?
Elite Care-ის საფენები და ტრუსები შექმნილია მაქსიმალური სირბილის,
სიმსუბუქისა და ბუნებრივი ზრუნვის გასაზიარებლად.
ისინი განსაკუთრებით თხელია და ამავდროულად უზრუნველყოფს სითხის
სწრაფ შთანთქმას და 12-საათიან დაცვას. რბილი, ნაზი ტექსტურა მსუბუქად
ეხება ბავშვის კანს და არ იწვევს გაღიზიანებას, დამცავი რეზინები დაწელის
რეზინა არ ტოვებს დაჭერის კვალს. ელასტიური რეზინები და ერგონომიული
ფორმა პატარას აძლევს სრულ თავისუფლებას მოძრაობაში.
Elite Care არ არის უბრალოდ საფენი — ეს არის ზრუნვა, რომელიც იგრძნობა
შეხებიდანვე.
როგორ შევარჩიო საფენი?
საფენის სწორად შესარჩევად გაითვალისწინეთ ბავშვის წონა. შეფუთვაზე
მითითებულია ზომების შესაბამისი წონის დიაპაზონი, რაც დაგეხმარებათ სწორ
არჩევანში.
როგორ მოვარგო სწორად საფენი?
საფენი უნდა მოთავსდეს სიმეტრიულად და მჭიდროდ, მაგრამ არა ზედმეტად
მჭიდროდ, რათა არ გამოიწვიოს დისკომფორტი ან კანის გაღიზიანება.
რამდენ ხანში ერთხელ უნდა შევუცვალო ბავშვს საფენი
ან ტრუსი?
საფენი ან ტრუსი რეკომენდებულია შეიცვალოს ყოველ 3–4 საათში ან სითხის
დაგროვებისთანავე.
რისთვის გამოიყენება ფერის ინდიკატორები საფენზე?
ფერის ინდიკატორი გაძლევთ მარტივ გზას გაიგოთ, რომ სავსეა საფენი. ფერის შეცვლა
მიანიშნებს, რომ მისი შეცვლის დროა.
რამდენი ხანი შეიძლება მენსტრუალური ტრუსის გამოყენება?
მენსტრუალური ტრუსი შეიძლება გამოიყენოთ 6-დან 10 საათამდე, თუმცა დრო
შერჩეული უნდა იყოს გამონადენის ინტენსივობისა და პირადი კომფორტის მიხედვით.
როდის უნდა გამოვიყენოთ მენსტრუალური ტრუსი?
მენსტრუალური ტრუსი მოსახერხებელია დღისით, ღამით, მგზავრობისას, სპორტზე ან
სამსახურში — ნებისმიერ დროს, როცა გჭირდებათ დაცულობა და კომფორტი.